საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეხვედრისას სასამართლო სისტემის ფორმულირებაზე ისაუბრა.
ივანიშვილის განცხადებით, ცვლილებები, რაც ამ უწყებებში აუცილებლად განსახორციელებელი იყო, თითქმის დასრულებულია და აღნიშნა, რომ დღევანდელი პოლიცია და პროკურატურა უკვე ხალხის სამსახურში ჩადგა.
„რაც მთავარია, შეწყდა ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც პოლიციის და პროკურატურის მხრიდან, წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი. არ ვფიქრობ, რომ თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დაკარგა სამსახური, თუმცა შეიძლება ასე ითქვას, გასუფთავების პროცესი ისევ გაგრძელდება და ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ პასუხისგებაში მიცემა არა, სამსახურის დატოვება მოუწევთ. საერთო ჯამში, მიმაჩნია რომ სასამართლო სისტემის ფორმირების პროცესი კარგად ვითარდება. იყო რაღაც ექსესები სასჯელაღსრულების სამინისტროშიც, თუმცა იქაც სტაბილური პროცესი იწყება“, - განაცხდა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმითვე, სასამართლო ეფექტური და სამართლიანი უნდა იყოს და ეს პროცესი გრძელდება.