ბესელია: შესაძლოა ახალი „შრომის კოდექსი“ შეიქმნას

ბესელია: შესაძლოა ახალი „შრომის კოდექსი“ შეიქმნას

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ „შრომის კოდექსი“  მთლიანად შესაცვლელია, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც  დასაქმებულთა უფლებებს ეხება.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ადამიანი სამსახურიდან ისე გაათავისუფლონ, რომ მიზეზიც კი არ დაუსაბუთონ.

მისი თქმით, შესაძლოა დღის წესრიგში ახალი კოდექსის შექმნის საკითხი დადგეს.   ინიციატივაში კი, დასაქმებულებთან დაკავშირებით, გარკვეული გარანტიები იქნება წარდგენილი.