ნიკოლა სარკოზი სასამართლოში გამოიძახეს

ნიკოლა სარკოზი სასამართლოში გამოიძახეს

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბორდოს სასამართლოში გამოიძახეს 2007 წელს  მისი საპრეზიდენტო არჩევნების საეჭვო დაფინანსებასთან დაკავშირებით.

სარკოზის ადანაშაულებენ იმაში, რომ ხუთი წლის წინ, მან საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ქლაბატონისგან, ფირმა   L'Oreal-ის მფლობელისგან ლილიან ბეტანკურისგან არალეგალური დაფინანსება მიიღო. ამ საქმესთან დაკავშირებით 2012 წლის ივლისის თვეში ექსპრეზიდენტის სახლსა და ოფისში საფრანგეთის პოლიციამ ჩხრეკაც ჩაატარა.

ნიკოლა სარკოზი მისი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის რაიმე საეჭვო დაფინანსებას უარყოფს.

ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლა სარლოზი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ აპირებს კენჭისყრას. თუმცა, ნიკოლა სარკოზის სამომავლო გეგმა  მხოლოდ ბორდოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.