კობა დავითაშვილი: გიგი უგულავას რეპუტაცია უკვე შელახულია

კობა დავითაშვილი: გიგი უგულავას რეპუტაცია უკვე შელახულია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის შეფასებით, დედაქალაქის მერი მერი გიგი უგულავა იმდენად დისკრედიტებულია, რომ შეუძლებელია მის დისკრედიტაციის მცდელობას  ადგილი ჰქონდეს.

როგორც ჟურნალისტებს დავითაშვილმა განუცხადა, როდესაც ის დედაქალაქის საკრებულოს წევრი იყო, სატრანსპორტო ტენდერი ორი დღის  შექმნილმა კომპანიამ მოიგო და იმ ფირმამ ვერ გაიმარჯვა, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა.

„მარტო ეს ფაქტი არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს. სასაფლაოებშიც თუ კორუფცია იყო, არ ვიცოდი. ბატონ გიგი უგულავას რეპუტაცია კი, უკვე შელახულია,“ - ამბობს დავითაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის პრესსპიკერმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ „ჰერმესის“ ყოფილმა თანამშრომელმა, ინფორმაცია მიაწოდა, რომ „ჰერმესის“ საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმებოდა. თითქოს კომპანია საფლავებს რამდენჯერმე ყიდდა, ჭირისუფლების მიერ მომსახურებისთვის გადარიცხული თანხა კი პირად ანგარიშზე ირიცხებოდა.