საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. ივანიშვილმა საკუთარი მთავრობის ერთ თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, მიცემული დაპირებების შესრულება თანმიმდევრულად მოხდება.
ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტრობის და ახალი მთავრობის ფორმირებაზე.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მთავრობის დამტკიცებიდან მოხდა სამინისტროების ფორმირება და უწყებებში საჯარო მოხელეების უმეტესობამ ადგილები შეინარჩუნა და ცვლილება მხოლოდ მინისტრებსა და მოადგილეებს შეეხო.
ივანიშვილის განმარტებით, ზოგიერთ უწყებებში მინისტრის მოადგილებმაც კი შეინარჩუნეს პოსტები.
მისი თქმით, სამინისტრობის ჩამოყალიბების პროცესი თითქმის დასრულდა და აღნიშნა, რომ ყველა სამინისტროს და მათ შორის, პრემიერ-მინისტრის აპარატს საქმის კურსში სრულყოფილად შესასვლელად დრო კიდევ დასჭირდება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ბევრს მუშაობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნება წინასსაარჩევნოდ ბევრი დაპირება გასცა და მის შესრულებას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება.
„ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მე პირადად, როგორც საარჩევნო პროცესში, ახლაც ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ. შესაძლებლობების მაქსიმუმს ვიყენებ, ხშირად მავიწყდება რომელი დღეა. ძალიან ბევრია საქმე. ჩვენ არჩევნების პროცესში დიდი ვალდებულებები ავიღეთ და საზოგადოებას ძალიან ბევრი დაპირება მივეცით. ჩვენ აუცილებლად, ეს დაპირებები უნდა შევასრულოთ. მოსახლეობას ჩვენს მიერ მიცემულ დაპირებებს შევახსენებ და ვპირდები, რომ მათ თანმიმდევრულად ავასრულებთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.