„თელასის“ თანამშრომლების გაფიცვა შეწყდა

„თელასის“ თანამშრომლების გაფიცვა შეწყდა

თელასის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტის  შესახებ განაწყვეტილება გუშინ ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ კომისიის სხდომაზე მიიღეს.

შეხვედრას   კომპანია „თელასის“ თანამშრომლები,  კომპანიის ადმინისტრაციის წევრები და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე  ილია ელოშვილი ესწრებოდაა.

კომისიამ „თელასის“ ადმინისტრაციას დაავალა, წარმოადგინოს არგუმენტები, თუ რატომ მოხდა 125 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება.

 კომისიამ გადაწყვიტა, რომ გაფიცვა შეწყდება. ორშაბათს კი, კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ გათავისუფლდნენ ადამიანები, „თელასს“ სწორედ  ვადა  ამ დრომდე აქვს.