პარლამენტს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დაკმაყოფლების თაობაზე, უმცირესობის წევრმა, ბიზნესმენმა, კობა ნაყოფიამაც მიმართა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, 118 დეპუტატმა მიმართა, რომელთაგან დაახლოებით 55 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.
უნდა ითქვას, რომ 118 კაციან სიაში ბიზნესმენებიც მოხვდნენ, კერძოდ, კობა ნაყოფია და გოგი თოფაძე.
როგორც from.ge-ს ნაყოფიამ განუცხადა, არ იცის, აღნიშნულ სიაში თუ ვინ შეიყვანა.
„არ ვიცი, სიაში ვინ შემიყვანა. ამას გავარკვევ. თუმცა, თავიდან მკითხეს - ქუთაისში ბინა გჭირდებაო? - ვუპასუხე, რომ კი მჭირდებათქო. დანარჩენი როგორ და რა გადაწყდება, ამას გავარკვევ“, - დასძინ ნაყოფიამ.
რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტი იმ დეპუტატთა ბინებით უზრუნველყოფას ახდენს, რომელთაც საპარლამენტო ქალაქში საცხოვრებელი ფართი არ აქვთ. კანონმდებელთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები კი, კომიტეტმა შეისწავლა და დაადასტურა, რომ 118 დეპუტატს ქუთაისში საცხოვრებელი ფართი არ აქვს.
რაც შეეხება ფინანსებს, ბიუჯეტს ერთი კანონმდებელის ბინით უზრუნველყოფა თვეში დაახლოებით 700 ლარი დაუჯდება.