შს სამინისტროს ათი ყოფილი მაღალჩინოსნის სააპელაციო საჩივრების დღეს  განიხილება

შს სამინისტროს ათი ყოფილი მაღალჩინოსნის სააპელაციო საჩივრების დღეს განიხილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი ყოფილი მაღალჩინოსნის სააპელაციო საჩივრების განხილვა დღეს შედგება. სხდომა 15:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

ერთ-ერთი დაკავებულის, კუდ-ის ყოფილი უფროსის,  ლევან ქარდავას ადვოკატის კახა შონიას განცხადებით,  საჩივრების განხილვა მხარეთა მონაწილეობით მოხდება.

„სააპელაციო სასამართლომ საჩივრები მიიღო და მის განხილვას თავად ბრალდებულებიც დაესწრებიან“, - განაცხადა შონიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრები 19 ნოემბერს შევიდა, რომელთა მიხედვითაც, ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-ს დაკავებულ მაღალჩინოსნებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულები სასჯელაღსრულების გლდანის #8-ე დაწესებულების კარანტინის განყოფილებაში მოათავსეს. ისინი 15 ნოემბერს დააკავეს.