საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ განუცხადა, ის ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს , ასევე ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
"პირადად მინდა ადგილზე გავეცნო, რა პირობებში იმყოფებიან ჩვენი ჯარისკაცები, რა უჭირთ, რა ულხინთ. ასევე, მექნება ორმხრივი შეხვედრები ავღანეთის ხელისუფლებასთან. ჩვენთვის ავღანეთის ხელისუფლების დახმარება, რომ ისინი ფეხზე დადგნენ და თავად შეძლონ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, რათა მოვახერხოთ ჩვენი ჯარების სწარაფად დაბრუნება, ძალიან მნიშვნელოვანია. თან ჩვენ ვიცით, რა მძიმეა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ყოფნა. ეს მეტ სიმპათიას გვიჩენს მათ მიმართ რომ დავეხმაროთ", - აღნიშნა ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღე ბრიუსელს სტუმრობდა.