ტოვებს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირს?

ტოვებს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირს?

ბრიტანეთი რომ საკმაოდ რთული პარტნიორია ევროკავშირისთვის ქვეყნებისთვის, ეს პარტნიორებს  არაერთხელ აღუნიშნავთ, თუმცა, ბოლო კვირაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ექსპერტები და დიპლომატები ღიად საუბრობენ, რომ ევროკავშირი ბრიტანეთმა შეიძლება მალე დატოვოს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი ევროკავშირის ბიუჯეტის გაყინვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვეევაში ნებისმიერი ხარჯის დაბლოკვით იმუქრება.

საუბრობენ იმაზეც, რომ დღეს კემერონს რთული დღე ელის-თუ მან ევრობიუჯეტს ვეტო დაადო, მაშინ პარტნიორებს გაანაწყენებს,წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი პარტიის წევრებს, რადგან ისინი ბრიტანეთის ბიუჯეტის ხარჯზე, ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგნი არიან.

 „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან, დაწყებული 1973 წლიდან, მუშაობა ადვილი არ არის, ჩვენ ამას მივეჩვიეთ, თუმცა ბრიატნეთში ბოლო კვირაში განვითრებული მოვლენები, მნიშვნელოვნად იცვლება“,-აცხადებს ფრანგი დეპუტატი ალენ ლამასური.