ღაზას სექტორში რამდენიმე საათია სიმშვიდეა

ღაზას სექტორში რამდენიმე საათია სიმშვიდეა

ექსპერტების აზრით, რამდენიმე საათიანი სიმშვიდე ღაზას სექტორში, შესაძლოა შერიგების გზაზე, მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცეს.

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობზე ისრაელსა და პალესტინას შორის წუხელ გვიან ღამით შევიდა ძალაში.

ისრაელის საინფორმაციო საშუალებებმა რამდენიმე რაკეტის აფეთქება ისრაელის ტერიტორიაზე შეთანხმების შემდეგაც დააფიქსირეს, თუმცა ისრაელის მხრიდან ამას პასუხი არ მოჰყოლია.

შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, ისრაელი წყვეტს ღაზის სექტორში ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას, აგრეთვე დამიზნებით სარაკეტო სროლებს, ხოლო პალესტინური დაჯგუფებები ვალდებულებას იღებენ, არ მოხდეს ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლა, აგრეთვე ბრძოლები საზღვრისპირა რაიონებში.