საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო „რედისონში“ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრესკონფერენციისთვის აკრედიტაცია ქართული და უცხოური მედიის 150-მდე წარმომადგენელმა გაიარა.
შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება და ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
აკრედიტებულ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში“ დღეს 11:00 საათისთვის ელოდებიან. მათ თან მედიაში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეთ.