პაკისტანის აღმოსავლეთით, ქალაქ რავალპინდში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 62 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. სააგენტო Frnace presse-ის ინფორმაციით, პასუხისმგებლობა ტერაქტზე თალიბებმა აიღეს.
ტერორისტმა თავი სამგლოვიარო პროცესიის მახლობლად, შიიტების მეჩეთისკენ მიმავალ გზაზე აიფეთქა.
გუშინ პაკისტანის კიდევ ერთ ქალაქში, ყარაჩიში განხორციელდა აფეთქება. აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილობრივი ხელისუფლება შეშფოთებულია აშურის დღესასწაულის მოახლოებასთან და ტერაქტების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით .შიიტებისთვის ეს დღესასწაული ჰუსეინ იმამის გარდაცვალებას ეძღვნება და შიიტები ამ დღესასწაულზე თვითგვემას ეწევიან .