პოლიტდევნილებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის დამტკიცება მომდევნო სესიისთვის გადაიდო.
დღევანდელი პლენარული სხდომაზე, დადგენილების პროექტი დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააცნო და საკითხის მომდევნო სხდომისთვის გადადება თავად ბესელიამ ითხოვა.
ბესელიას თქმით, სამუშაო ჯგუფს დამატებით კიდევ აქვს ორკვირიანი ვადა ხარვეზებით შესული განცხადებების განსახილველად.
საკითხის განხილვა 5 დეკემბერს მოხდება.