პარლამენტმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, უმცირესობის საკანონმდებლო ინიციატივა ჩაადგო.
უმცირესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღევანდელ პლენალურ სხდომაზე პირველი მოსმენით გავიდა, თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.
ცვლილებებით, უმცირესობა დროებით საპარლამენტო კომისიებში, მათ შორის საგამოძიებოში თავმჯდომარის პოსტის უმცირესობისთვის გადაცემისა და კომისიის შემადგენლობაში უმრავლესობის კვოტის უმცირესობის სასარგებლოდ შემცირებას ითხოვდა.