არგენტინაში დღეს 24 საათიანი გაფიცვაა გამოცხადებული, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგაა მიმართული. ადგილობრივების უკმაყოფილებას აგრეთვე იწვევს ხელისუფლების გადაწყვეტილება ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს მესამედ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. ქალბატონი კირშნერი არგენტინელების გაფიცვას „აღელვებული მოქალაქეების შანტაჟს უწოდებს“.
დღეს არგენტინაში სამსახურში არ გამოვიდნენ მასწავლებლები, გამყიდველები, ბანკების, აეროპორტის, რკინიგზის და საქალაქო ტრანსპორტის თანამშრომლები. ბუენოს-აირესის აეროპორტში გადაიდო ყველა შიდა რეისი.