მოჭადრაკეები ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

მოჭადრაკეები ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან  მოჭადრაკეებმა და ფედერაციის გამგეობის წევრებმა აქცია  გამართეს.

ისინი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი გიორგაძის გადადგომას ითხოვენ და იმ კორუფციაზე საუბრობენ, რაც ფედერაციას აზარალებს.

აქციის მონაწილეები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ და სპორტის სამინისტროს მიმართავენ.

„ყველაფერი უკან მიდის, მოჭადრაკისთვის არაფერი არ კეთდება. ჭადრაკის სამყაროში სავალალო მდგომარეობაა“,- აგანაცხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე  აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის  საჭიროებას ვერ ხედავს.

„საგანგებო სხდომაზე მოხდა ამ საკითხის შეტანა დღის წესრიგში. ფედერაციის გამგეობამ იმსჯელა ამ საკითხზე  და გადაწყვიტა, რომ  ჭადრაკის ფედერაციაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის სავალდებულო ჩატარდეს რიგგარეშე ყრილობა და ჩვენ წესდების მიხედვით ყრილობა ჩატარდება 2014 წელს“,- განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.