მაია ფანჯიკიძე ისრაელის ელჩს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი მიიღო.

შეხვედრის დროს,  ისრაელის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მედიატორების ძალისხმევით შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში რეგიონში მშვიდობის დამყარება.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.