საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრს დევიდ ლიდინგტონს შეხვდა.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვალა მოახერხა.
ივანიშვილმა დიდი ბრიტანეთის მინისტრს ის მთავარი პრობლემები და გამოწვევები გააცნო, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების თემას, ასევე, საქართველოს სწრაფვას ნატო-სა და ევროკავშირში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია და მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მინისტრს იმ დახმარებისთვის, რასაც ბრიტანეთი ამ მიმართულებით საქართველოს უწევს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერპექტივებსა და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გამოიყენებს იმ დიდი გამოცდილებას, რომელიც დიდ ბრიტანეთს სოფლის მეურნეობაში გააჩნია.