ინფორმაციის გავრცელებიდან, რომ როსპოტრებნადზორის განკარგულებით, რუსეთში ვიდოეჰოსტინგ YouTube-ს მოხმარება აიკრძალა, ზუსტად ერთ საათში საიტი „შავი სიებიდან“ ამოიღეს.
როგორც, როსპოტრებნადზორში განმარტავენ, მათ არანაირი პრეტენზია Google-ის, რომელიც ვიდოეჰოსტინგ YouTube-ის მფლობელია, არ აქვთ. ეს კი ტექნიკური შეცდომა გახლდათ.
„ეს მხოლოდ ტრქნიკური შეცდომა გახლდათ. ასეთი რამ ხდება ხოლმე. ჩვენ არანაირი პრეტენზია Google-ის მიმართ, რომელიც ვიდოეჰოსტინგ YouTube-ის მფლობელია, არ გვაქვს“,-აცხადებენ როსპოტრებნადზორში.