რუსული მედიის ინფორმაციით, ქართულმა კომპანიამ IDS Borjomi International-მა რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშენკოს რუსულ ბაზარზე დაბრუნების თხოვნით მიმართა. კომპანია როსპოტრებნადზორის ექსპერტებს შემოწმების ჩატარებასაც სთხოვს.
ქართული პროდუქციის შეტანა რუსულ ბაზრებზე 2006 წლის შემდეგაა აკრძალული.
როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის ონიშენკოს განცხადებით, თუ ყველაფერი წესრიგშია, რუსულ ბაზარზე პირველი „ბორჯომი“ დაბრუნდება.
„თუ ყველა ის პრობლემა, რაც 2006 წელს არსებობდა, დაძლეულია, მაშინ პირველი, რაც რუსულ ბაზარზე გამოჩნდება, ეს „ბორჯომი“ იქნება“,-განაცხადა ონიშენკომ.