საფრანგეთის ხელისუფლება ბიუგარაშის მთას ხურავს

საფრანგეთის ხელისუფლება ბიუგარაშის მთას ხურავს

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, 19-23 დეკემბერს ბიუგარაშის მთაზე ასასვლელი დაიხურება. მაიას კალენდრის მიხედვით, სწორედ ამ მთაზე იქნება შესაძლებელი  აპოკალიპსისგან გადარჩენა, რომელიც დედამიწას 21 დეკემბერს დაატყდება თავს, რადგან უცხოპლანეტელები ბიუგარაშზე, რომელსაც „უცხოპლანეტელების სადგომსაც უწოდებენ დედამიწაზე“, ჩამოვლენ და დედამიწის მცხოვრებთ გადაარჩენენ.

საფრანგეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ამ დროს მთას ასობით ათასი ტურისტი და რელიგიური ფანატაი მიაწყდება, მთის ძირში კი პატარა სოფელი მდებარობს, სადაც მხოლოდ 176 მცხოვრები ცხოვრობს, ისინი კი ამდენი ტურისტის მიღებას ვერ შეძლებენ.