სოციალურად დაუცველთა შემწეობები მომავალი წლის შუა თვეებიდან გაიზრდება

სოციალურად დაუცველთა შემწეობები მომავალი წლის შუა თვეებიდან გაიზრდება

სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობები მომავალი წლის შუა თვეებიდან გაიზრდება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე შემწეობები გაიზრდება, სოციალურად დაუცველებს მინიმუმ  6-7 თვის ბინის ქირა აუნაზღაურდებათ.

„მინიმუმ 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროცესი და ამის შემდეგ ყველაზე სოცილაურად დაუცველი ნაწილი გაზრდილი შემწეობით შეძლებს ბინის ქირის გადახდას. ამ დაპირებების რეალიზაცია აბსოლუტურდ რეალურია, რაც უკვე გამოხატულია ციფრებში. ამ პროექტის პირველი მოსმენის უპირატესობა კი პარლამენტს აქვს, რომლსაც წარვუდეგნთ ამ პროექტს და შემდეგ ეს ყველაფერი გახდება საჯარო“ - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ის კრიტერიუმები, რაც განსაზღვრავდა სოციალურად დაუცველობის სტატუსს, გადაიხედება და უფრო მოქნილი და რეალობასთან მიახლოებული გახდება.