შვედ ქალბატონს ნეკროფილიაში ადანაშაულებენ

შვედ ქალბატონს ნეკროფილიაში ადანაშაულებენ

 გამოცემა Göteborgs-Posten-ის ინფორმაციით, შვედეთის ქალაქ გეტებორგის 37 წლის მცხოვრებ ქალბატონს ადამიანის ჩონჩხთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ.

ქალაქის პოლიციამ ქალბატონის სახლში ექვსი ადამიანის თავის ქალა, ხერხემალი და ბევრი ძვალი აღმოაჩინა, მათი განმარტებით, ქალბატონი მათ „სხვადასხვა სექსუალური მიზნებისთვის“ იყენებდა. ბინიდან ჩონჩხის გარდა ამოღებულია კომპაქტ-დისკები სახელწოდებით „ ჩემი ნეკროფილია“ და „ჩემი პირველი გამოცდილება“, ხოლო კარადებში მორგების და გარდაცვლილების სურათები და დანები აღმოაჩინეს.ბრალდების მხარის განმარტებით, არ არის გამორიცხული ქალბატონი საფლავებს თხრიდა და ჩონჩხებს თვითონ იღებდა.