თევდორაძე გამოთანაბრებითი ტრანსფერის გადანაწილების საკითხით დაინტერესდა

თევდორაძე გამოთანაბრებითი ტრანსფერის გადანაწილების საკითხით დაინტერესდა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თევდორაძე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტს მოუწოდებს გამოთანაბრებითი ტრანსფერის გადანაწილებასთან დაკავშირებით, პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მოიწვიოს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, თევდორაძემ განაცხადა,  თვითმმართველობებზე ზეწოლა მიმდინარეობს და მათი გადაბირება ხდება.

მისი თქმით, გაუგებარია რა ფორმულის მიხედვით მოხდება გამოთანაბრებითი ტრანსფერის განაწილება.

„გადაბირების პროცესი დაჩქარებულად მიდის და ეტყობა, გამოთანაბრებითი ტრანსფერის გადანაწილება პოლიტიკურ ნიშანზე იქნება დამოკიდებული. ფინანსთა სამინისტრომ კონკრეტული ციფრები უნდა წარმოადგინოს - თუ რა თანხები გადანაწილდება და რა მიმართულებით“, - დასძინა თევდორაძემ.