შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ინფორმაცია ამის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელების მიზეზი სამინისტროსა და მედიას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა გახდა.
„ეს ინფორმაცია არ შეეესაბამება სიმართლეს. მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას იმ გეგმის მიხედვით, რაც შეთანხმებულია. საიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია, ამის სრული ანალიზი გამიჭირდება, ალბათ ეს ჩემი მინუსია, რომ 2 კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხე პრესისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. ჩვენ ცაიტნოტურ რეჟიმში ვმუშაობდით და პირველი შედეგბი გვქონდა, რაც იყო ბევრად უფრო ოპტიმისტური და რეალური, ვიდრე ვეგმევდით. პრობლემის მიზეზი ალბათ არის არცთუ ისე კაგრი კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიას შორის. კომუნიკაციის წყვეტა კი მუშაობის ცაიტნოტური რეჟიმის გამო მოხდა“ - განმარტა სერგეენკომ.