საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, 23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ მეცხრე წლისთავს არ აღნიშნავს.
როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, 23 ნოემბერს, სპეციალური ღონისძიებები არ გაიმართება.
„23 ნოემბერი გიორგობაა და ჩვეულებრივად, გიორგობას ავღნიშნავთ. ამ თარიღს ალბათ, მედია გაიხსენებს და თუ მე მკითხავენ, მეც გავიხსენებ ამ დღეს“, - დასძინა მან.