უსუფაშვილი: დაშინებით და ზეწოლით  ვინმე ციხეში არ უნდა აღმოჩნდეს და არც ციხიდან გამოვიდეს

უსუფაშვილი: დაშინებით და ზეწოლით ვინმე ციხეში არ უნდა აღმოჩნდეს და არც ციხიდან გამოვიდეს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ დაშინებით და ზეწოლით ვინმე ციხეში  არ  უნდა აღმოჩნდეს და  ციხიდან გამოვიდეს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უსუფაშვილმა განაცხადა, არასამთავრობო სექტორს წარმომადგენლებზე პატიმართა მხრიდან შესაძლო ზეწოლის საკითხით პირადად დაინტერესდება.

მისი თქმით, პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ფართო სპექტრის მონაწილეობით მიმდინარეობს, რაც კონკრეტული პირების მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას გამორიცხავს.

„განცხადება, რომ თითქოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე იყო დაშინება და ზეწოლა პატიმრების მხრიდან, ამ კონკრეტული საკითხით პირადად დავინტერესდები. ასევე, მივმართავ ყველას - ვინც თავი დაშინებულად იგრძნო, პირადად მომმართოთ“, - დასძინა უსუფაშვილმა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, რომლებიც აღნიშნულ სიაში ამა თუ იმ პატიმრის მოხვედრის საკითხს არ ეთანხმება, მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახებისგან ზეწოლა ხორციელდებოდა.