ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მთავრობასთან ეკონომიკურ და ფინანსური პოლიტიკის შემადგენელი ფაქტორების განხილვა და მოლაპარაკებები გაიმართება.
სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოში დღესვე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გლობალური ეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა, მათ შორის საქართველოზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა არის ძლიერი.
„ჩვენ ოქტომბრის თვის მაჩვენებლები არ გვაქვს, მაგრამ სექტემბრის პოზიციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი იყო და წელს არის საქართველოში ეკონომიკის 7%-იანი ზრდა. აქედან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი აჭარბებს დაგეგმილს, თუმცა გაურკვევლობებმა შეიძლება წარმოქმნას გარკვეული სირთულეები, შენელება და ეს არის უმეტესად პოლიტიკური გარემოებებით განპირობებული, თუმცა ყველა მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის ძალიან ძლიერი" - განაცხადა აზიმ სადიკოვმა