ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს

ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

განაჩენის მიხედვით, ოქრუაშვილს ე.წ. „ჯეოსელის“ საქმესთან დაკავშირებით, ქრთამის აღების ბრალდებით 11 წელი აქვს მისჯილი, თუმცა, ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე ბრალდება არსებობს.

შეიარაღებული ფორმირებისა და მისთვის ხელმძღვანელობის ბრალდებაზე, ირაკლი ოქრუაშვილის სასამრთლო პროცესი 3 დეკემბერს ჩაინიშნა. ადვოკატებმა საქმის დეტალების შესწავლის მიზნით, განხილვის გადადება გუშინდელ სხდომაზე მოითხოვეს.