სირაქლემა-ბალიში  კომფორტული ძილი ყველგან, სადაც მოგინდებათ (VIDEO)

სირაქლემა-ბალიში კომფორტული ძილი ყველგან, სადაც მოგინდებათ (VIDEO)

დიზაინის სტუდიამ Kawamura-Ganjavian  გამოიგონა ორიგინალური ბალიში სახელწოდებით Ostrich, რაც ქართულად სირაქლემას ნიშნავს.

ბალიშის სახელწოდება მისი დანიშნულებიდან გამომდინარეობს, რადგან ეს ბალიში ადამიანს აძლევს საშუალებას ყველგან კომფორტულად დაიძინოს. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ და  სად. ოფისში, სახლში, სადგურზე, პარკში და ა.შ.

სირაქლემა-ბალიში დამზადებულია რბილი ნაჭრისგან რომელიც სავსეა მიკრობურთულაკებით. ეს არის ორთოპედიული ბალიშების დამზადების ტრადიციული მეთოდი. ბალიშის გამოყენება მართალია ტრადიციული ბალიშის გამოყენებას არ ჰგავს, მაგრამ საკმაოდ მარტივია.

ბალიში  ნებისმიერი პოზაში ძილისთვისაა მისაღები, ის უნდა წამოიცვათ თავზე და სულ ესაა, ბალიშს აქვს სასუნთქი ფანჯარა, თვალები დაფარულია, რომ სიბნელის განწყობა შეიქმნას, გარდა ამისა, დახშულია ყურები, რომ ხმაური არ შემოვიდეს,

Kawamura-Ganjavian ახალ ბალიშს განსაკუთრებით, ოფისის თანამშორმლებს ურჩევს, რომელებიც შესვენების დროს განტვირთვას ძილის საშუალებით კომფორტულად შეძლებენ.