მთავრობის კანცელარიაში შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიამ ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით პირველ სხდომაზე სამოქმედო გეგმა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
ამასთან, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ, რომლებიც ადგილებზე ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლიან დასაქმებულთა პრეტენზიებს დამსაქმებელთა მიმართ და დიალოგს ორივე მხარესთან აწარმოებენ.
შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები შედიან და იგი 9 წევრით არის წარმოდგენილი.