ახალი ხელისუფლება სამარცხვინო დაჭერებს მხოლოდ იმიტომ აგრძელებს, რომ სოციალური საკითხების მოგვარების უუნარობა გადაფაროს.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეჭვი არავის ეპარება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„მესამე მცდელობაა, რომ გიორგი კალანდაძე ციხეში ჩასვან. ასევე ზეწოლა მიმდინარეობს თვითმმართველობებზე და დღეს, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სამართალდამცავებმა დაიბარეს და თანანმდებობის დატოვება მოსთხოვეს. ასევე დაჭერა ხდება იმ პირის, რომელიც რიყეზე ასაშენებელი თეატრის ავტორია. ეს შენობა კი, იცით, რომ ივანიშვილს არ მოსწონს. ასეთი დაკავებები კი, სამარცხვინოა და სჯობს, პოლიტიკური დაჭერებები და პოლიტიკური დაშინება შეწყდეს“, - განაცხადა გაბაშვილმა.