კანდელაკი: ახალმა ხელისუფლებამ სრული ფიასკო განიცადა

კანდელაკი: ახალმა ხელისუფლებამ სრული ფიასკო განიცადა

 საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, საერთაშორისო ასპარზზე, საქართველოს ახალმა მთავრობამ სრული ფიასკო განიცადა. 

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანდელაკმა განაცხადა, ის მსოფლიოში ვერც ერთ ახალ ხელისუფლებას ვერ იხსენებს, რომლისთვისაც საერთაშორისო თანამეგობრობას ყვითელი ბარათი ასე სწრაფად ეჩვენებინოს.

დეპუტატის თქმით, ახალი ხელისუფლება მსოფლიო ლიდერების მოწოდებას სათანადო პატივისცემით უნდა მოეკიდოს.

„იმის ნაცვლად, რომ კრიტიკა და გაფრთხილები ყურად გეღოთ, ერთის მხრივ, გააგრძელეთ დაპატიმრებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიქვამს როგორც პოლიტიკურ დაპატიმრებებს და მეორეს მხრივ, ამ გამოცდილი ლიდერების კომპეტენციაში  ეჭვი შეიტანეთ. ეს სამარცხვინო რეაქციაა. თუ თქვენ არ გსურთ დემოკრატიულ წეს-წყობილებებში ცხოვრება, მაშინ თქვით და ეს კრიტიკა იქნება არარელევანტური“, - მიმართა კოლეგებს კანდელაკმა.