აზერბაიჯანის სამხედრო ექსპერტის უზეირ ჯაფაროვის განმარტებით, მართალია, ბევრი ექსპერტი, პოლიტოლოგი და მედიასაშუალება თვლის, რომ აზერბაიჯანის მხარე ყარაბაღში მალე დაიწყებს საომარ მოქმედებებს, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამაება.
„ახლა წლის ბოლოა. ზამთრის პერიოდში არცერთი მხარე საომარ მოქმედებებს არ დაიწყებს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ წელს აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც საპრეზიდენტო არჩევნებია, ამიტომ საომარ მოქმედებებს გამოვრიცხავ“,-აცხადებს ექსპერტი.
ჯაფაროვის განცხადებით, მინსკის ჯგუფი მხოლოდ აქტიურობის იმიტირებას ახდენს, სინამდვილეში კი ყველას შეუძლია მანამდე ისმინოს პროგნოზები, სანამ კონფლიქტი თვითონ არ იპოვის გადაწყვეტის გზებს.