ლორთქიფანიძე ძალოვან უწყებებს პაატა ლეჟავას კაბინეტში ნაცები პირის საქმის შესწავლას სთხოვს

ლორთქიფანიძე ძალოვან უწყებებს პაატა ლეჟავას კაბინეტში ნაცები პირის საქმის შესწავლას სთხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას მიმართავს უმცირესობის წევრის, პაატა ლეჟავას კაბინეტში ნაცემი პირის საქმე გამოიძიოს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ლორთქიფანიძემ განაცხადა, ევროკავშირის მოქალაქე პაატა ლეჟავას სამუშაო ოთახში დაიბარეს და მას ცხვირი გაუტეხეს.

„ამ ადამიანს, ნეკნი გაუტეხეს და ეს ყველაფერი ვანის მუნიციპალიტეტის გამგებობაში ხდებოდა. ძალოვან უწყებას ვთხოვ, პროცესები კანონის შესაბამისად წავიდეს და ეს საქმე, დროულად იყოს გამორკვეული“, - დასძინა მან.