ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ახალი მთავრობის პრიორიტეტები განიხილეს.
ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ-რასმუსენმა დადებითად შეაფასა პირველი ოქტომბრის არჩევნები და განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა.
მან ასევე გაიხსენა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერთან, სადაც პოლიტიკური თანაცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს ერთგულებას, განაგრძოს თავდაცვითი რეფორმები და არ გადაუხვიოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ კურსს" - განაცხადა რასმუსენმა.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილეებმა ქართულ მხარეს ISAF -ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობაც გადაუხადეს.