ბობოხიძე მწვანილის ბიზნესში წილის ფლობას უარყოფს

ბობოხიძე მწვანილის ბიზნესში წილის ფლობას უარყოფს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე მწვანილის ბიზნესში წილის ფლობას კატეგორიულად უარყოფს და მთავარ პროკურატურას მიმართავს ყველა ის ადამიანი დაკითხოს, რომელიც მას ცილს სწამებს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ბობოხიძემ განაცხადა, წყალტუბო   მწვანილის წარმოებას ახდენს და რეგიონმა მსოფლიო ბაზარზე  საკუთარი თავიც დაიმკვიდრა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, მწვანილის რეალიზაციას პრობლემები შეექმნა, პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია, თუმცა, რა მოხდება არავინ იცის.

ბობოხიძის განცხადებით, მედიის საშუალებით, უმრავლესობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა  მას ბრალი დასდეს, რომ მწვანილის მონოპოლიზაციას ახდენს.

„ინტერვიუები გაავრცელეს, თითქოს, მწვანილზე მონოპოლია ჩემი შექმნილია და ეს მწვანილის ქვეყნის გარეთ გატანას აფერხებს. კერძოდ, უკრაინაში. უმრავლესობას დაავიწყდა, რომ გივი თარგამაძე უკრაინაში აღარ დადის. მართალია, მათ არ იციან, მეზობელ ქვეყნებში რა ხდება, მაგრამ სჯობს, ჭორების გავრცელებას თავი დაანებონ და საქმე აკეთონ“, - დასძინა მან.

კანონმდებელი პროკურატურას მიმართავს მის მიმართ წაყენებული ბრალდებები შეისწავლოს.