დამსაქმებელს დასაქმებულის გაურთხილებლად გათავისუფლება აღარ შეეძლება

დამსაქმებელს დასაქმებულის გაურთხილებლად გათავისუფლება აღარ შეეძლება

საპარლამენტო უმრავლესობა შრომის კოდექსს ცვლის. ცვლილების შესაბამისად, დამსაქმებელს  დასაქმებულის გაურთხილებლად გათავისუფლება აღარ შეეძლება.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში უკვე მომზადებულია.

კანონპროექტის მიხედვით,  ისევე როგორც დასაქმებული დამსაქმებელიც ვალდებული იქნება პირი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, 30 დღით ადრე გააფრთხილოს.

დღეს,  ეს ვალდებულებამხოლოდ დასაქმებულს აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ შრომის კოდექსი მთლიანად შესაცვლელია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებას შედარებით მეტი დრო დასჭორდება.