ქაბულის დიპლომატიურ უბანში მძალვრი აფეთქება მოხდა

ქაბულის დიპლომატიურ უბანში მძალვრი აფეთქება მოხდა

დღეს დილით ქაბულის დიპლომატიურ უბანში მძლავრი აფეთქება მოხდა.

უკანასკნელი მონაცემებით გარდაცვლილია 2 ადამიანი.

დიპლომატიურ უბანში განლაგებულია ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები, აგრეთვე ავღანეთის უსაფრთხოების ხელშეწყობის  საერთაშორისო ძალების შტაბ-ბინა.

სამართალდამცავთა განმარტებით, აფეთქება ტერორისტმა თვითმკვლელმა ჩაიდინა. დანარჩენი დეტალები ზუსტდება, მიმდინარეობს გამოძიება.