ქუთაისში ტყიბულელ მაღაროელთა აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ტყიბულელ მაღაროელთა აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ტყიბულელ მაღაროელთა აქცია მიმდინარეობს. მათი განცხადებით, მაღაროს მეპატრონეს დავით ბეჟუაშვილს და ხელმძღვანელობას უნდობლობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადმინისტრაცია გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით - „მე ვარ მუშა და არა მონა".

აქციის მონაწილეები ჯანმრთელობის დაზღვევის ნორმალურ სისტემას, ასევე მოკლევადიანი და ზეპირი შრომითი კონტრაქტების გაუქმებას ითხოვენ. მაღაროელების თქმით, მათ უკვე მიმართეს სამთავრობო კომისიას, ასევე ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელისო ჩაფიძეს და მათგან პასუხს ელოდებიან.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ აქციაზე მივიდა პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც ტყიბულის ერთ-ერთი მაღაროს გაუქმებას აპროტესტებს.

მისი თქმით, მეშახტეები 23 ნოემბერს თბილისში გაემგზავრებიან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას