პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, ნანა კაკაბაძე მზად არის მასთან განხორციელებული ზარები შემოწმდეს.
როგორც from.ge-ს ოპონენტის დავით საყვარელიძის საპასუხოდ, კაკაბაძემ განუცხადა, სიის მომზადება იმ საქმეების მიხედვით მოხდა, რომელიც ჯგუფმა შეისწავლა.
„მზად ვარ, ჩემი ყველა საუბარი ამოღებული იქნას, თუმცა, ინფორმაციას სწორედ ციხიდან და პატიმრებიდან ვიღებთ და არა ქუჩიდან. აბა, ვინ უნდა გვითხრას - ვინ არის პოლიტპატიმარი? ინფორმაციას იმ საქმეებიდან ვიღებთ, რომელიც შესწავლილი გვაქვს“, - დასძინა კაკაბაძემ.
მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი იმ საქმეების შესწავლას გააგრძელებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უკვე შესულია, თუმცა, მათი განხილვა ხარვეზების გამო არ მოხდა.