ბრიტანეთში ქალ-ეპისკოპოსებს არ აირჩევენ

ბრიტანეთში ქალ-ეპისკოპოსებს არ აირჩევენ

ინგლისის ეკლესიის კანონპროექტი ქალი ეპისკოპოსების ხელდასმის შესახებ, სინოდის მიერ უარყოფილ იქნა.

ინგლისური ეკლესიის სინოდი სამ ნაწილადაა გაყოფილი- ეპისკოპოსების პალატა, მღვდელმთავრების პალატა და მორწმუნეთა პალატა. კანონპროექტის მისაღებად საჭიროა თითოეული პალატიდან ხმების 2/3.

სინოდის პირველმა ორმა პალატამ ქალი ეპისკოპოსების ხელდასმის საკითხს ხმა მისცა, თუმცა მორწმუნეთა პალატამ კანონპროექტს ხმა არ დაუჭირა, მათ ჩათვალეს, რომ ქალ-ეპისკოპოსები ვერ დაიცავენ მტკიცედ თავის პოზიციებს აღნიშნულ თანამდებობებზე და ისინი ზოგიერთი წარმომადგენლის ცენტრალიზებული გადაწყვეტილების ზეგავლენის ქვეშ მოექცევიან.