რუსული მასმედიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამ დღეებში განიხილავს 180 პოლიტმატიმრის და 22 პოლიტდევნილის საკითხს, ამ სიაში კი რუსეთის მოქალაქე, რუსეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი პავლე ბლიაძის გვარიც არის შეყვანილი.
პოლკოვნიკი პავლე ბლიაძე 2009 წელს იარაღის უკანონო ბრალდების და შენახვის მოტივით დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბლიაძე საქართველში 2009 წლის გაზაფხულზე სომხეთის საზღვრის გავლით ჩავიდა. 2012 წლის აგვისტოში კი პავლე ბლიაძეს საკანში მობილური ტელეფონის აღმოჩენისთვის სასჯელი კიდევ 3,5 წლით გაუხანგრძლივეს.
ბლიაძის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, პავლე ბლიაძეს ქართველმა სამართალდამცავებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ, მას იარაღის უკანონი შენახვა-ტარებისთვის 5 წელი მიუსაჯეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პავლე ბლიაძესთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს რამდენჯერმე მოსთხოვა პოლკოვნიკის გათავისუფლება, მის დაპატიმრებას „პროვოკაციული“, ხოლო ფაქტებს „შეთითხნილი“ უწოდა.