საპარალამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით საყვარელიძეს მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფმა პოლიტიდევნილთა და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, სამარცხვინო სია მოამზადა.
როგორც ჟურნალისტებს საყვარელიძემ განუცხადა, სამუშაო ჯგუფმა „შინაურული“ სია მოამზადა და ჯგუფის რამდენიმე წევრს, საპატიმროებიდან ურეკავდნენ და რიგი პატიმრები სიაში საკუთარი თავის ჩასმას სთხოვნენ.
დეპუტატის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობას გააზრებული არ აქვს საკუთარ თავზე თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებს.
„სამარცხვინო პროცესია და ნამდვილად არ მეამაყება, რომ იმ პარლამენტის წევრი ვარ, რომელიც 200 ადამიანს პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებს“, - დასძინა დეპუტატმა.