ჯანდაცვის სამინისტროში დავით სერგეენკოს  მიერ, თანმდებობის  დატოვებას არ ადასტურებენ

ჯანდაცვის სამინისტროში დავით სერგეენკოს მიერ, თანმდებობის დატოვებას არ ადასტურებენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც from.ge - ის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო გვალიამ განუცხადა,  დავით სერგეენკო სამუშაო რეჟიმშია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ვადასტურებ. მინისტრი მუშაობის რეჟიმშია და საქმიან შეხვედრებს მართავს. მთელი კვირა გაწერილია ღონისძიებები, რომელთა ნაწილი საჯაროა და ალბათ,  ჟურნალისტებიც დაესწრებიან“, - განაცხადა გვალიამ.

ცნობისთვის,  გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ამ ეტაპზე, ვიდრე მისი შემცვლელი არ მოიძებნება, ინფორმაციის გახმაურებისგან თავს იკავებენ.