მურატ ჯიოევი: თუ ქართული მხარე გაზით მოგვამარაგებს, ჩვენ მზად ვართ საფასური გადავიხადოთ

მურატ ჯიოევი: თუ ქართული მხარე გაზით მოგვამარაგებს, ჩვენ მზად ვართ საფასური გადავიხადოთ

ცხინვალში მიმდინარე ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა შეხვედრაზე,  სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში მურთაზ ჯიოევმა  დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რეგიონში სიმშვიდეა და არანაირ კონფლიქტებს ადგილი არ აქვს.

„თქვენი ჩამოსვლა ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. თქვენ ნახეთ, რომ ადამიანები აქ მშვიდად ცხოვრობენ და არანაირ ნაციონალურ კონფლიქტებს ადგილი არ აქვს, უბრალო ადამიანები დაინტერესებულნი არიან მშვიდად იცხოვრონ“,-აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

 მურთაზ ჯიოევმა  ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის მოსახლეობა მეხუთე წელია გაზმომარაგების გარეშე ცხოვრობს და იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე გადაწყვეტდა რეგიონის გაზით მომარაგებას, ეს ქართული  მხრიდან, როგორც კეთილი ნების გამოხატულება, ასე აღიქმებოდა.

„მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პრობლემის მოგვარება არ ხერხდება. თუ ქართული მხარე ჩვენს გაზით მომარაგებას გადაწყვეტს, ჩვენ მზად ვართ ამის საფასური გადავიხადოთ’,-აღნიშნა ჯიოევმა.