ფოლკლორის ეროვნული ცენტრი 27 ნოემბრიდან, 30 ნოემბრამდე ქართველი მეცნიერისა და ფოლკლორისტის ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს ჩაატარებს.
კვირეულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში მოეწყობა გამოფენა, გაიმართება მეცნიერის მიერ მოძიებული ხალხური პოეზიის ნიმუშების საჯარო კითხვა და სხვადასხვა ფოკლორული ანსამბლების კონცერტები.
კვირეული 30 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრში ვახტანგ კოტეტიშვილის შვილის - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოთი დასრულდება, სადაც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული მელექსეები, ფოლკორული ანსამბლები და სახალხო მთქმელები მიიღებენ.