სააქციო საზოგადოება „თელასის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.
თანამშრომლების განცხადებით, დღეს დილიდან არცერთი სერვისცენტრი არ გაიხსნება. კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.
დღის მეორე ნახევარში იგეგმება შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან, რომელზეც „თელასიდან“ გათავისუფლებულ თანამშრომელთა საკითხზე იმსჯელებენ.
მინისტრის ინიციატივით, იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპანიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა საკითხს შეისწავლის.
„თელასის“ თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ კი 7-დღიანი შიმშილობა შეწყვიტეს თუმცა გაფიცვა გააგრძელეს.