ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების საკითხებში, უცვლელია. ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ღაზას სექტორში ისრაელ-პალესტინას შორის დაძაბულ სამხედრო ვითარებას მიეძღვნა.
„ საბოლოო ჯამში უსაფრთხოებას და მშვიდობას ვერაფერი შეცვლის და მიმდინარე კრიზისმაც ნათლად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტა. ამიტომ ამერიკა, რეგიონში ისრაელის სხვა პარტნიორებთან ერთად, შეეცდება იმუშაოს, რათა მიაღწიოს შედეგს, რომელიც ებრაელი ხალხის უსაფრთხოების გარანტიას მოგვცემდა, ღაზას სექტორში მცხოვრების მოსახლეობის ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებდა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას მოიტანდა“,-აღნიშნა კლინტონმა.